პოლიტიკა
დისციპლინური პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრზე უნდა გავრცელდეს - საერთო სასამართლოების ინიციატივა
სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ახალი წინადადება წარადგინეს, რომლის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრზე უნდა გავრცელდეს.
წინადადების იმ ნაწილში, რომელიც ეხება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას საბჭოს წევრებზე, წერია, რომ „ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უფლებრივად აბსოლუტურად თანასწორნი არიან, აუცილებელია, მათ დაეკისროთ თანაბარი ვალდებულებებიც: უნდა დაწესდეს ერთიანი დეონტოლოგიური ვალდებულებები, რომელთა დარღვევა მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად და საბჭოს წევრს შეეფარდება დისციპლინური სახდელი, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებაც დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით.
აღნიშნული დეონტოლოგიური ვალდებულებები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ საბჭოს წევრმა იზრუნოს სასამართლოსა და საბჭოს როგორც ინსტიტუტების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის დაცვაზე, სასამართლოსა და საბჭოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება-განმტკიცებაზე, იმავდროულად, საბჭოს წევრებს შეეზღუდებათ აშკარა უხამსობისა და ცილისწამების ტირაჟირების შესაძლებლობა“.
იუსტიციის უმაღლესო საბჭოს არამოსამრთლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილისთვის აღნიშნული წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე არის მწვავე დისკუსია და საბჭოს მოსამართლე წევრებმა არაერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი მხარს დაუჭერენ, თუ საბჭოს არამოსამართლე წევრების მიმართაც იქნება ერთგვარი დისციპლინური პროცედურები შემოღებული.
მოსამართლეებს აქვთ გარკვეული ვალდებულებები, რომ დაიცვან ეთიკის სტანდარტები და სხვა დისციპლინური პროცესი ვრცელდება მათ წინააღმდეგაც, თუკი ასეთი საფუძვლები არსებობს, მაგრამ არამოსამართლე წევრების მიმართ ასეთი რეგულაციები არ არსებობს.
არამოსამართლე წევრის ინსტიტუტი, როდესაც 2013 წელს შემოვიდა, მიზნად ისახავდა საბჭოს დეპოლიტიზაციას და უფრო მეტად სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას. მაშინ როდესაც ჩვენ ღიად ვაკრიტიკებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, სააშკარაოზე გამოგვაქვს მათ მიერ წამოყენებული ისეთი წინადადებები, რომლებიც ზიანის მომტანი და მათი სუბიექტური ინტერესების გამტარებელია, დღეს ვნახეთ, რომ წარმოადგინეს პროექტი, წინადადება, რომლიც საბჭოს სხდომაზე არ განხილულა, რომლის მიხედვითაც ისინი ითხოვენ, რომ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, ანუ აქ პირდაპირ იგულისხმება არამოსამართლე წევრები, დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა და მათ შორის გახდეს გათავისუფლების საფუძველიც, თუკი მძიმე დარღვევებს ექნება ადგილი.
აქ საუბარია იმაზე, რომ თუკი მე არჩეული ვარ პარლამენტის ან სხვა წევრი არჩეულია პრეზიდენტის მიერ, ის გათავისუფლდეს სადისციპლინო კოლეგიის ან პალატის მიერ და არა იმავე დამნიშნავიორგანოს მიერ. ეს, რა თქმა უნდა, დრაკონული კანონია, ვინაიდან მათ ექმნებათ დისკომფორტი და პრობლემები, როცა საჯაროდ გამოგვაქვს ყველა ის ინფორმაცია იმის შესახებ, რაც საბჭოში ხდება. ამის საპასუხოდ მათ შემოიტანეს ასეთი წინადადება“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


