უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 ივლისი, 2017 14:50
font-size

დისკუსიას მაშინ ექნება აზრი, როცა პარლამენტიდან გამოწვეული იქნება კონსტიტუციის არსებული პროექტი - გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, სამთავრობო გუნდი მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგი გააგრძელოს.

აბაშიშვილის თქმით, დისკუსიას მარტო მას შემდეგ ექნება აზრი, რაც პარლამენტიდან კონსტიტუციის პროექტი იქნება გამოთხოვილი.

„კონსტიტუციურ საკითხებზე რეალური კონსენსუსის უზრუნველსაყოფად, უპირველეს ყოვლისა, საჭირო, აუცილებელი, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, შეჩერდეს ან გამოწვეული იქნას პარლამენტიდან კონსტიტუციის არსებული პროექტი. შესაბამისად, ამის შემდგომ აქვს აზრი დისკუსიას და ამის შემდგომ, შესაძლოა, გაჩნდეს კონსენსუსისთვის გარკვეული ტიპის რესურსები.

შეუძლებელია, საქართველოს კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი მიღებული იყოს ერთპარტიულად. ეს ვერ იქნება ვერანაირი ლეგიტიმაციის მატარებელი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვიღებთ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის და არა ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წესდებისთვის“,- განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი