პოლიტიკა
დისკუსია პრეზიდენტის სასახლეზე არის მეასეხარისხოვანი და ასახავს იმ ფაქტს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ხალხის გაჭირვება - დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტის სასახლეში შესვლას აპირებს.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დებატები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით მეათეხარისხოვანია, მთავარი ამოცანა კი ქმედითი პრეზიდენტის არჩევაა.
„არ ვაპირებ, ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი. პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუციებს. პრეზიდენტი არის სახელმწიფო ინსტიტუცია, პრეზიდენტის სასახლე არის სახელმწიფოს ატრიბუტი და აქედან გამომდინარე, არჩევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე შევალ პრეზიდენტის სასახლეში, მაგრამ ხაზს ვუსვამ, არ ვაპირებ, ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც შენობაში ან შენობის კედლებში იქნება გამოკეტილი“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მისი ამოცანა მუდმივად ხალხში ყოფნა იქნება.
„მთელი ეს დებატი და დისკუსია კაბინეტის თაობაზე არის მეათეხარისხოვანი, მეასეხარისხოვანი და ასახავს იმ ფაქტს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ხალხის გაჭირვება. რა დროს კაბინეტზე დისკუსიაა, როდესაც ქვეყანაში არსებობს უამრავი პრობლემა. სინამდვილეში, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ავირჩიოთ ქმედითი პრეზიდენტი, რომელიც არ გამოიკეტება ერთ შენობაში, რომელიც იქნება ხალხთან და მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, მთავარი სწორედ ესაა და არა – რამდენი კვადრატული მეტრი ფართი უნდა ეკავოს პრეზიდენტს, პრემიერს ან თანამდებობის სხვა პირებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


