პოლიტიკა
დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული - თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად რჩება
ჩვენ ვაგძრელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას, – ამის შესხებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„მაქვს ვალდებულება, რომ დისკუსიების შედეგის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც უკვე იცით, ჩემგან და ასევე სხვა წყაროებით არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში.
თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი იყო. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა და მას ჰქონდა მყარი პოზიცია. „თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება. მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – განაცხადა გუშინ იუსტიციის მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


