პოლიტიკა
დიპლომატიურ კორპუსს აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ინფორმაცია მივაწოდეთ - შსს-ის სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი
შინაგან საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის შესახებ გამართული შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიული კორპუსის წარმომადგენლებთან დასრულდა. როგორც შსს-ის სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დათო ნიკოლეიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უწყებამ დიპლომატებს მუხთარლის საქმეზე არსებული შუალედური ინფორმაცია მიაწოდა.
ნიკოლეიშვილის თქმით, აჟიოტაჟი, თითქოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმოამდგენლები მონაწილეობდნენ მუხთარლის აზერბაიჯანში გადაყვანის პროცესში, ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას.
რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთის ვერსიას, ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საზღვარი მაქსიმალურადაა დაცული დასავლური სტანდარტების შესაბამისად, თუმცა ეს არ გამორიცხავს მისი უკანონოდ გადაკვეთის შესაძლებლობას.
„აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმეზე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ შევხვდით დიპლომატიურ კოსპურსს, რომელთაც გამოძიებასთან დაკავშირებით მივაწოდეთ შუალედური ინფორმაცია. გამოძიება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ყველა ის მოქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. მინდა ვთქვა, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია საზოგადოებაში, სულ მცირე უტრირებულია. ჯერ ძალიან ადრეა ისეთი უაპელაციო განცხადებების გაკეთება, რომ საქართველოში რომელიმე ოფიციალურმა ჯგუფმა გაიტაცა მოქალაქე. ეს მხოლოდ ემსახურება იმას, რომ მოხდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს საზღვარი დაცულია მაქსიმალურად დასავლური სტანდარტების თანახმად. ეს სტანდარტები პოლიციურ პატრულირებას მოიცავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თეორიულად საზღვრის უკანონო გადაკვეთის რისკები არ არსებობს. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ალბათობა, რომ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთოს ე.წ. მწვანე საზღვარი“,- განუცხადა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, საათზე მეტხანს გაგრძელდა. მას ესწრებოდნენ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები იოსებ გოგაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე რენატე ფეიჩი, შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქვიკი, იტალიის რესპუბლიკის ატაშე მასიმო მოსონი, ლიტვის, უნგრეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


