პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
სომხეთთან არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი მიმდინარეობს. ამასთან ერთად, საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა სომხეთისთვის, რადგან სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის სომხეთის საქონლის ტრანზიტის უდიდესი ნაწილი. ჩვენ ასევე განვიხილეთ სომხეთში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ქართული ბიზნესის მონაწილეობის შესაძლებლობა გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ირანთან და სხვა ქვეყნებთან და ეს შესაძლებლობა ქართულმა ბიზნესმა უნდა გამოიყენოს, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საფინანსო-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის საკითხები. აღინიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს ურთიერთობის განვითარების დიდი პოტენციალი. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ტურიზმის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე კულტურულ და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


