პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის დირექტორმა სტრატეგიისა და პროგრამების დარგში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მარია შერმანმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე და ასევე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებთან დაკავშირებით.
აღინიშნა მსოფლიო ბანკთან განვითარების პოლიტიკის მიმდინარე ორი პროგრამის შესახებ, რომლიდანაც ერთი უკვე დამტკიცდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ, ხოლო მეორე, რომელიც გაკუთვნილია საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისათვის, მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.
მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს სახელმწიფო სექტორში განხორციელებულმა დაფინანსებამ 1992 წლის შემდეგ დაახლოებით 2.68 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


