სამართალი
დიმიტრი ქუმსიშვილი ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს
სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მოითხოვს.
შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში ქუმსიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ შეიტანა.
"საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება, რითაც ის ითხოვს ლევან ყიფიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. საქმე ეხება გახმაურებულ აუდიოჩანაწერებს. კონკრეტულად, ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში (თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია) ყიფიანი ახსენებს დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს და გვარს, თითქოს მასთან შეთანხმებით „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს სთხოვს კონკრეტულ გარიგებას. ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას და ეს არის ამ ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი.
საქართველოს მთავარი პროკურატურისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ყიფიანის მიმართ. დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის ხვალვე გამოცხადდეს პროკურატურაში, მისცეს ჩვენება. დიმიტრი ქუმსიშვილი მსგავს ფაქტს ემიჯნება, ასეთი ფაქტი არ მომხდარა",- განაცხადა გაბუნიამ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


