სამართალი
დიმიტრი ქუმსიშვილი ადასტურებს, რომ ,,ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ლონდონის სასამართლო მის გამოკითხვას აპირებს (ვიდეო)
ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ყოფილი მინისტრი აცხადებს, ის ინფორმირებულია, რომ ლონდონში "ომეგა ჯგუფის" საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროცესზე გამოსაკითხად დაიბარებენ.
თუმცა დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ მან წერილი მხოლოდ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელი ადვოკატისგან მიიღო, წერილში კი მხოლოდ ის ეწერა, რომ ის ლონდონის სასამართლოში მიმდინარე საქმის ფარგლებში სასამართლოს ინტერესის ობიექტს წარმოადგენს.
ქუმსიშვილის განცხადებით, მას შემდეგ ლონდონში მიმდინარე საქმის შესახებ აღარავინ დაკავშირებია და არ იცის დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე.
ყოფილი ვიცე-პრემიერის თქმით, ის თავად ითხოვს პროკურატურისგან გამოიძიონ "ომეგა ჯგუფის" საქმე და აცხადებს, რომ ის არ ფიგურირებდა იმ გარიგებაში, რომელზეც ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში საუბრობენ.
"წერილში ეწერა, რომ არის ერთი ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ ესე იგი, სარჩელი შეიტანოს მეორე ჯგუფის მიმართ და მათ შორის ჩემი სახელიც არის იქ გაჟღერებული, რაზეც მე პასუხი გავეცი, რომ არანაირი კავშირი არანაირ კონსპირაციასთან არ მაქვს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ ცნობილია გამოკითხვაზე დაბარების თარიღი, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ არ არსებობს და მსგავსი არაფერი მიუღია.
,,თუ გამოძიება დაადგენს, რომ სხვა რაღაცა ხდებოდა უნდა დადგინდეს.
მე ზუსტად ვიცი, რომ არანაირი შემხებლობა ამ საკითხთან არ მაქვს და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემს სიმართლეს დავიცავ.
პირადად მე ამ ჯგუფთან ვარ ერთხელ შეხვედრილი, სადაც ძალიან ისეთი, მწვავე კამათი იყო, იმასთან დაკავშირებით ეკუთვნოდათ თუ არ ეკუთვნოდათ საერთოდ გადავადება ამ ჯგუფს. თუმცა საბოლოო ჯამში, იმ კონკრეტულ მომენტში გადავადება მოხდა. შემდგომ მე ამ ჯგუფთან ასე ვთქვათ, კომუნიკაცია პირადი არ მქონია და აქედან გამომდინარე ჯობია, რომ გამოვითხოვოთ საბუთები,“-განაცხადა ქუმსიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


