პოლიტიკა
დიმიტრი ლორთქიფანიძე: საკონსტიტუციო კომისია, ჩემი ვარაუდით, ვერ მოასწრებს 30 აპრილამდე პროექტის მომზადებას
„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისია თემების სიმრავლის და სირთულეებიდან გამომდინარე, აპრილის ბოლოსთვის ვერ მოასწრებს კონსტიტუციის პროექტის დადებას.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც კომისიის წევრია, აცხადებს, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ საარჩევნო სისტემის და მიწის რეგულაციის მიმართულებით იმუშავებს კომისიაში.
„კომისიაში შექმნილია 4 თემატური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა საკითხს შეისწავლის. ჩვენ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხში.
კერძოდ ეს ეხება მაჟორიტარულ სისტემას. მე ვფიქრობ, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს პროპორციულის და იგივე შერეულის ნაზავით, ვგულისხმობ სწორედ იმ პროდუქტს, რომელიც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დადო და მას ყველა ვემხრობოდით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა.
ასევე საგულისხმოა საკუთრების უფლების განსაზღვრა. კანონი მიწის შესახებ ჯერ ისევ ჰაერშია. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი და მოხდეს საკუთრების უფლების რეგულაცია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო კომისია აპრილის ბოლომდე ვერ დაასრულებს მუშაობას და ეს გაგრძელდება წლის ბოლომდე, შემდეგ კი მოხდება პროექტის განხილვა სახალხო ფორმატში,“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


