პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე ცეზარ ჩოჩელს ქვეყნის სასიკეთო საქმეში მხარდაჭერას ჰპირდება
,,ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის #37-ე მაჟორიტარულ ოლქში მის ყოფილ კონკურენტს ცეზარ ჩოჩელს მიმართა და ქვენის სასიკეთო საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. როგორც ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წაგების აღიარება უნდა შეგვეძლოს და სიძულვილის ენით საუბარი უნდა შეწყდეს.
,,ჩვენ უნდა შევძლოთ ერთად თანაცხოვრება, მე მივმართავ ჩემს ოპონენტს , რომ ნებისმიერ საქმეში, რის განხორციელებასაც ის გადაწყვეტს ქვეყნის სასიკეთოდ, ჩემგან მხარდაჭერა ექნება ,თუკი მისი სურვილი იქნება.
არჩევნები დამთავრდა და უნდა შეგვეძლოს წაგების აღიარებაც, მოგებისაც, მაგრამ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აღარ ვისაუბროთ სიძულვილის ენით და ეს აგრესია შევაჩეროთ. მე არ ვარ მხოლოდ ჩემი ამომრჩევლის დეპუტატი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში გამართულ მეორე ტურში ხმების 50,11% მიიღო.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


