პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე მედიას თხოვნით მიმართავს, სახელმწიფოსთან ერთად აწარმოონ ძლიერი ანტინარკოტიკული პროპაგანდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ბოლო დღეებში ნარკოტიკული საშუალებებისგან ახალგაზრდების გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ნარკოტიკების მასობრივმა პოპულარიზაციამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებში ინტერესის ზრდას, რაც სავალალო შედეგზე აისახა.
დეპუტატი მედიას თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, სახელმწიფოსთან ერთად აწარმოონ ძლიერი ანტინარკოტიკული პროპაგანდა.
„ნარკოლოგების მოსაზრებით, გარდაცვლილი ახალგაზრდები არ არიან წამალდამოკიდებული პირები, ისინი სავარაუდოდ, ერთჯერადი მომხმარებლები არიან. სწორედ ეს არის საგანგაშო, მთელი ამ თვეების მანძილზე ნარკოტიკების ნებსით თუ უნებლიე პოპულარიზაციამ გააძლიერა ინტერესი ახალგაზრდებში. ინტერესს აღვივებს და შიშის გრძნობას აქრობს ასევე სიტყვა - მსუბუქი ნარკოტიკი, რომელიც ახალგაზრდებს უვნებელი ჰგონიათ. რას ნიშნავს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი? ნარკოტიკი ყველა საშიშია სიცოცხლისთვის.
მივმართავ თხოვნით ყველა მედიასაშუალებას, სახელმწიფოსთან ერთად აწარმოეთ ძლიერი ანტინარკოტიკული პროპაგანდა. ეს ერთ-ერთი მძლავრი იარაღია მოსალოდნელი შედეგების თავიდან ასაცილებლად. ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს კონტროლი ნარკოტიკების გამსაღებლებზე. ჩვენ კი, პოლიტიკოსებმა უნდა შევიმუშაოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა, რის მიხედვითაც მომხმარებელს არ დავიჭერთ, მაგრამ ამასთანავე მაქსიმალურად შევამცირებთ რისკებს, რათა მომხმარებელთა რიცხვი არ გაიზარდოს. ჩვენ არ გვჭირდება ნარკოტიკების პოპულარიზაციით მიღწეული დეკრიმინალიზაცია, ეს საშიშია სახელმწიფოსთვის. დეკრიმინალიზაციას უნდა მივაღწიოთ ძლიერი ანტინარკოტიკული პროპაგანდით, რაშიც მედიის როლი გადამწყვეტია,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


