პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: კინკლაობის პერიოდი უნდა დასრულდეს და წარსულს ჩაბარდეს
“ვფიქრობ, კინკლაობის პერიოდი უნდა დასრულდეს და წარსულს ჩაბარდეს”, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
იგი ოპონენტების რეპლიკებს გამოეხმაურა.
“ჩვენი მხრიდან არ ყოფილა 9-წლიანი მმართველობის გახსენების თემა წამოწეული, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაჟღერდა ჩვენ მიერ ქვეყნის 4-წლიანი მართვის პერიოდის ირგვლივ კრიტიკა. მათი ბრალდებები მედიის თავისუფლებაზე, მართლმსაჯულებაზე ცოტა უცნაურია. სამწუხაროდ, ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ისევ ძველ რეჟიმში არიან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეს უსაფუძვლოს უწოდებს და მიაჩნია, რომ უმრავლესობა საფრთხე მხოლოდ მოძალადე ხელისუფლების ხელშია.
დიმიტრი ხუნდაძემ პრეზიდენტის არჩევის საკითხზეც ისაუბრა. იგი აცხადებს, რომ მსგავს თემას პარლამენტი არ განიხილავს და საკითხის „ზედმეტი გადაჭარბებით წამოწევა მოხდა“.
“დასაფიქრებელია საკითხი მხოლოდ მომავალში, ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ბერკეტი პარლამენტს უნდა ჰქონდეს, აქ უცნაური არაფერია, თუმცა თემის წამოწევა ზედმეტად გადაჭარბებით მოხდა. პრეზიდენტი იმ უფლებებით დაასრულებს თავისი მმართველობის ვადას, რაც დღემდე ჰქონდა” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


