პოლიტიკა
დილიდან თვალს ვადევნებთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს საშინლად არ მოგვწონდა და გვაცოფებდა - ალეკო ელისაშვილი
თბილისის მერობის დამუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
როგორც ელისაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან დგანან სიებით და აღრიცხავენ მათ მხარდამჭერების საარჩევნო უბნებზე მისვლას.
მისივე თქმით, არის საარჩევნო კარუსელის მცდელობაც.
"დილიდან თვალს ვადევნებთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს საშინლად არ მოგვწონდა და გვაცოფებდა. დღეს ხდება თბილისში შეხვედრა წარსულთან. ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებულები არიან შავებში ჩაცმული ადამიანები აფორიაქებული სახეებით, საწერი კალმებით, სიებით, დაარბენინებენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, გაშმაგებულები ეზიდებიან ხალხს კოორდინატორები. უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანაა დაქოქილი იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები ძალით მოიყვანონ უბნებზე. რა თქმა უნდა ამის ორგანიზატორი არის ხელისუფლება", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
კანდიდატის თქმით, მისმა წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნებზე უკვე დაწერეს საჩივრები. ელისაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


