უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 თებერვალი, 2026 18:06
font-size

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით - საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

საქართველოს ბანკი მოსწავლეებზე ზრუნვას აგრძელებს. დღეიდან, მოსწავლეებს სპეციალურად მათთვის შექმნილ აპლიკაცია - sCoolApp-ში განახლებული გოჭი-ყულაბა დახვდებათ.

განახლებული ციფრული ყულაბა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თანხის დაზოგვა მარტივად, უსაფრთხოდ და სახალისოდ დაიწყონ და აქციონ ის ყოველდღიურ ჩვევად, რაც დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.

მისი მეშვეობით, მოსწავლეებს ახლა უკვე აქვთ შესაძლებლობა, დაამატონ კონკრეტული მიზნები და რეალურ დროში დააკვირდნენ, თუ როგორ აგროვებენ თანხას სასურველი ნივთისთვის. ეს პროცესი თანხის შეგროვებას მოტივაციის მიმცემ გამოცდილებად აქცევს და ფინანსური პასუხისმგებლობის განვითარებას უწყობს ხელს.

გოჭი-ყულაბით თანხის დაგროვება ორი გზით არის შესაძლებელი:

  • -ავტომატური დაზოგვა - მოსწავლე აპლიკაციაში უთითებს მცირე თანხას (25 თეთრიდან 10 ლარამდე), რომელიც ბარათით ყოველი გადახდისას ავტომატურად გადადის ყულაბაში. დანაკლისი შეუმჩნეველია, თანხა კი სტაბილურად გროვდება;
  • -ერთჯერადი შევსება - ყულაბაში სასურველი თანხის ერთჯერადად გადარიცხვაც შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რაც იდეალურია დაბადების დღეზე ნაჩუქარი თანხის ან ჯიბის ფულის გადასანახად.

sCoolApp-ის ახალი ფუნქციონალი მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. აპლიკაცია მათ შესაძლებლობას აძლევს, ბავშვებთან ერთად მარტივად და ბუნებრივად დაიწყონ საუბარი თანხის შეგროვებაზე, მის მართვაზე, მიზნების დაგეგმვასა და დაზოგვის მნიშვნელობაზე.

გოჭი ყულაბის ახალი ფუნქციონალით სარგებლობისთვის, საჭიროა თქვენს შვილს განუახლოთ sCoolApp. თუ sCoolApp ჯერ არ გადმოგიწერიათ, გადადით ბმულზე, გაეცანით დეტალებს და მიჰყევით ინსტრუქციას.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი