სამართალი
დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ჩავალ - გიორგი გახარია ,,ომეგა ჯგუფის` საქმეზე
შს მინისტრი, გიორგი გახარია "ომეგა ჯგუფის" და ტელეკომპანია "იბერიას საქმეზე ლონდონის სასამართლოში გამოცხადებას აპირებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, ჩავა თუ არა გიორგი გახარია ლონდონში თუკი მას "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო გამოიძახებს, მინისტრთა კაბინეტის წევრი ამბობს, რომ ლონდონში დიდი ხანია არ ყოფილა და აუცილებლად ჩავა.
გარდა ამისა, შს მინისტრი ფიქრობს, რომ ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში მაღალჩინოსნების მიმართ ჩნდება, შესაბამისმა ორგანოებმა კითხვები უმოკლეს დროში უნდა გასცენ.
„დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ, ერთი ექვსი წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც არსებობს ეჭვები, განსაკუთრებით ჩინოვნიკებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით და რაც შეიძლება სწრაფად. იმისათვის, რომ გაურკვეველ კითხვებს გაეცეს შესაბამისი პასუხები“,-ამბობს გახარია.
საუბარია "ომეგა ჯგუფის" სარჩელზე, რომლითაც კომპანიამ ლონდონის სასამართლოს მიმართა. როგორც კომპანიის ბრიტანელმა ადვოკატმა განაცხადა, ლონდონის სასამართლოს წინაშე წარდგენა ივანიშვილთან ერთად, გიორგი გახარიას, დიმიტრი ქუმსიშვილს, ნოდარ ხადურს, ლევან ყიფიანსა და ანზორ ჩუბინიძეს მოუწევთ.
საქმე ეხება აუდიოჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, რომ "ომეგა ჯგუფს" წილების გადანაწილებას და თანხებს სთხოვდნენ. ჩანაწერში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


