პოლიტიკა
დიდი იმედი მაქვს, უკრაინა სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემს და მას ქართული მართლმსაჯულება გაასამართლებს - ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი თანამდებობის პირები საქართველოს გადმოსცეს.
როგორც ინაშვილმა თქვა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენჯერმე მიმართა უკრაინას სააკაშვილის გადმოცემის თაობაზე.
„სააკაშვილს საქართველოში ოთხი ბრალი აქვს წაყენებული. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის გადმოცემის თაობაზე უკრაინის შესაბამის ორგანოებს რამდენჯერმე მიმართა. დიდი იმედი მაქვს, უკრაინა სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემს და მას ქართული მართლმსაჯულება გაასამართლებს“, - განაცხადა ინაშვილმა.
ინაშვილი ამ თემაზე საუბარს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბისთან გეგმავს, რომელსაც ასევე შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


