პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში ფილმი `ცასწავალას“ ჩვენება გაიმართა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ რეჟისორ მარიამ ადამაშვილის ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმის სახელწოდებაა "ცასწავალა", რომელსაც რეჟისორმა სიმბოლურად გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით უწოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა. კინოსურათი წარმოადგინა თავად ავტორმა, რომელმაც გოდერძი ჩოხელის მოღვაწეობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
"ცასწავალა" მხატვრულ-დოკუმენტური ფილმია. მასში გამოყენებულია მწერლისა და რეჟისორის ოჯახის საარქივო ვიდეო და ფოტომასალა. კინოსურათში გოდერძი ჩოხელს იხსენებენ მისივე ლექტორები, მეგობრები და თანასოფლელები, მათ შორის რეჟისორები ლანა ღოღობერიძე და რეზო ჩხეიძე, ასევე კოსტუმებისა და კინომხატვრები, რომლებიც გოდერძი ჩოხელთან ერთად მუშაობდნენ ფილმებზე. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ იქმნებოდა გოდერძი ჩოხელის ფილმები, როგორი იყო ის, როცა წერდა და ასევე მწერლისა და რეჟისორის ცხოვრების ბევრი სხვა უცნობი დეტალი.
აღსანიშნავია, რომ მარიამ ადამაშვილი ინგლისში ლონდონის კინო აკადემიის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ კურსს ესწრება დოკუმენტური კინოს შესახებ. მისი ფილმები არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


