უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივნისი, 2025 12:45
font-size

დიდი ბრიტანეთის საელჩო ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს, ვის რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და რა თანხით აფინანსებს დღეს - შალვა პაპუაშვილი

დიდი ბრიტანეთის საელჩო ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს, ვის რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და რა თანხით აფინანსებს დღეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„კარგად რომ გავიაზროთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი ნომრის, გია ჯაფარიძის ამ „ენჯეოზე“ („მომავლის აკადემია“) ამბობდა დიდი ბრიტანეთის საელჩო, არჩევნების ობიექტური დამკვირვებლები არიან, გვინდა, ფული მივცეთ და რა შუაში აქ ექსტრემიზმის დაფინანსებაო.

ამასობაში ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საელჩოს მივმართე, გაესაჯაროებინა, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. თუმცა, „საერთაშორისო დახმარების შესახებ“ პარიზის დეკლარაციისა და „საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის“ შეთანხმების დარღვევით, დიდი ბრიტანეთის საელჩო ამ ინფორმაციას ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს. სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, – წერს პაპუაშვილი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი