უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2026 15:42
font-size

დიდი ბრიტანეთის მიერ 2026 წლის 24 თებერვალს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით კომპანია „მაგთიკომი“ კომენტარს ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის მიერ 2026 წლის 24 თებერვალს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით კომპანია „მაგთიკომმა“ კომენტარი გაავრცელა.

მაგთიკომიაცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნას საქართველოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და დიდი ბრიტანეთის (2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციები) კანონმდებლობის ჭრილში.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

დაწესებული სანქციების ძირითადი შინაარსი:

სანქცირების რეჟიმის დასახელება: 2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციები (Unique ID: RUS3393)

დაწესებული სანქციები: აქტივების გაყინვა, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, ტრასტის სერვისების სანქციები

გაერთიანებული სამეფოს მიერ მიზეზების დასაბუთება:

სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული საფუძვლები ეჭვისთვის, რომ ტელეკომპანია “იმედი“ წარმოადგენს დაკავშირებულ პირს 2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციების საფუძველზე, შემდეგი გარემოების გამო: იგი ავრცელებს და ავრცელებდა მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ საკუთარ აუდიტორიაზე, რომელიც ძირითადად საქართველოშია განთავსებული, რაც წარმოადგენს მხარდაჭერას ან ხელშეწყობას ისეთი პოლიტიკისა თუ ქმედებისა, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ასუსტებს ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, იგი რეგულარულად ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.

ვინ უნდა დაემორჩილოს სანქციების რეგულაციებს?

თუ თქვენ ეწევით ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც მოიცავს ტრანზაქციებს, ფინანსურ მომსახურებას, ვაჭრობას, პროფესიული სერვისების მიწოდებას ან დაზღვევას, შესაძლებელია ურთიერთობა გქონდეთ სანქცირებულ პირებთან ან ორგანიზაციებთან, ან სანქცირებულ საქონელსა და მომსახურებასთან.

სანქციების რეგულაციები ვრცელდება:

  • - ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, ბიზნესზე ან ორგანიზაციაზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას (ტერიტორიული ზღვის ჩათვლით)
  • - ნებისმიერ ბიზნესზე ან ორგანიზაციაზე, რომელიც დაფუძნებულია ან შექმნილია გაერთიანებული სამეფოს რომელიმე ნაწილის კანონმდებლობის საფუძველზე და საქმიანობას ახორციელებს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას
  • - გაერთიანებული სამეფოს ნებისმიერ მოქალაქეზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის მსოფლიოში

ვინ არის ვალდებული დაიცვას ფინანსური სანქციები?

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც იმყოფება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიასა და ტერიტორიულ ზღვაში, აგრეთვე ყველა ბრიტანელ პირზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მათი მდებარეობის მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ:

  • - ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი, რომელიც იმყოფება ან ახორციელებს საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, ვალდებულია დაიცვას მოქმედი გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები
  • - გაერთიანებული სამეფოს ყველა მოქალაქე და გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირები, მათ შორის მათი ფილიალები, ასევე ვალდებულნი არიან დაიცვან მოქმედი გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები, მიუხედავად იმისა, თუ სად ხორციელდება მათი საქმიანობა

დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციების ეფექტი

თუ არ არის გაცემული ლიცენზია ან არ მოქმედებს შესაბამისი გამონაკლისი, პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციებს, პირდაპირ ან ირიბად ეკრძალებათ:

  • - გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორად ყოფნა
  • - უცხოური კომპანიის დირექტორად ყოფნა, რომელსაც საკმარისი კავშირი აქვს გაერთიანებულ სამეფოსთან, მაშინაც კი, თუ იგი აქ არ არის რეგისტრირებული. მაგალითად, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას ან ფლობს აქტივებს გაერთიანებულ სამეფოში
  • - კომპანიის წახალისებაში, დაფუძნებაში ან მართვაში მონაწილეობა ან მასთან დაკავშირება

ნებისმიერი პირი, რომელიც არღვევს დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციას, სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს.

“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლი არეგულირებს მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მაგალითად მისი პირველი პუნქტით:

  1. საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის ექსპერტებს, ნათელი და სრული წარმოდგენა შეექმნებათ იმ საკითხზე, რაზეც ბოლო პერიოდში ვრცელდება ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია“, - ვკითხულობთ “მაგთიკომის“ განცხადებაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი