პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთიდან მიღებული პასუხებიდან აუდიოჩანაწერები ავთენტურია - ლევან აღდგომელაშვილი
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯთ“-ის გენერალური მენეჯერის ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, კომპანიამ მიიღო პასუხები დიდი ბრიტანეთიდან ორი აუდიოფაილის ავთენტურობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ორივე ჩანაწერი ავთენტურია.
„დიდი ბრიტანეთიდან მივიღეთ პასუხები ორი აუდიოფაილის ავთენტურობასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ორი ფაილის. ექსპერტიზა ჩაატარა ციფრული ტექნოლოგიებისა და აუდიომასალების კვლევის გამოცდილმა ბრიტანულმა კომპანიამ.
ექსპერტიზის მიერ დასმული იყო შემდეგი შეკითხვები: 1. ჩანაწერი არის თუ არა უწყვეტი და თუ შედგება სხვადასხვა ნაწილისგან, თითოეული ნაწილი ეკუთვნის თუ რა ერთსა და იმავე პირველ საწყის ჩანაწერს. 2. პირველი, საწყისი ჩანაწერი გაკეთდა თუ არა უწყვეტად.
შედეგები მივიღეთ ორ ჩანაწერზე: პირველი არის ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, სადაც ირაკლი ჩუბინიშვილი ყვება თამბაქოს ადგილობრივი და იმპორტიორი კომპანიების მიერ თითო რეალიზებული კოლოფიდან პარტიისათვის გადახდილ ორ-ნახევარ თეთრზე და 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნებისთვის“ გადახდილ შავ ფულზე. აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით ექსპერტიზამ გამოარკვია: 1. აუდიოფაილი შედგება რამდენინე ნაწილისგან, რომლებიც უწყვეტად მიმდინარე ერთი ჩაწერიდან არის აღებული, 2. არ შეინიშნება აუდიოშეუსაბამობა ანდა არათანმიმდევრულობა. 3. სპექტრული ანალიზისას არ შეინიშნება ვიზუალური შეუსაბამობა ანდა არათანმიმდევრულობა. 4. საკვლევი აუდიოფაილის თითოეული ეპიზოდი ჩაწერილია ერთი სახის ჩამწერ მოწყობილობაზე. 5. საკვლევი აუდიოფაილის თითოეულ შემადგენელ ნაწილში მოსაუბრეთა ხმების ტონალობა თანმიმდევრულია. 6. არ შეინიშნება სიტყვების წყვეტა. 7. ჩანაწერისთვის ავტომატურად მინიჭებული სახელწოდების მიხედვით, მეტამონაცემებიდან აღებული ინფორმაციით, საუბარი შედგა 2017 წლის 8 სექტემბერს“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
მისივე თქმით, ავთენტურია მეორე ჩანაწერიც, რომელშიც ასევე ირაკლი ჩუბინიშვილი და ზაზა ოქუაშვილიფი ფიგურირებენ.
„მეორე ჩანაწერი არის კვლავაც ირაკლი ჩუნიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, რომელშიც ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უყვება, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის შედეგად თბილისის თამბაქოს მოეხსნა 26 მილიონი ლარის საგადასახადო ვალდებულება.
აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით ექსპერტიზამ გამოაკვლია: 1. აუდიოფაილი შედგება რამდენიმე ნაწილისგან, რომლებიც უწყვეტად მიმდინარე ერთი ჩაწერიდან არის აღებული. 2. არ აღინიშნება აუდიოშეუსაბამობა ან არათანმიმდევრულობა. 3. სპექტრული ანალიზისას არ აღინიშნება ვიზუალური შეუსაბამობა ან არათანმიმდევრულობა. 4. საკვლევი აუდიოფაილის თითოეული ეპიზოდი ჩაწერილია ერთი სახის მოწყობილობაზე. 5. საკვლევი აუდიო ფაილის შემადგენელ ნაწილში მოსაუბრეთა ხმების ტონალობა თანმიმდევრულია და არ შეინიშნება სიტყვების წყვეტა", - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


