სამართალი
დიდ დიღომში მომხდარი ყაჩაღობისათვის ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
დიდ დიღომში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ლაშა თ.-ს, ბრალად ედება ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.
საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღურად თავდასხმის ფაქტს. ბრალდებულმა, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში და იარაღიანი ხელის თავში ჩარტყმით ძირს დააგდო დიასახლისი და ფიზიკური ძალისა და ე.წ. ‘’წებოვანი ლენტის’’ გამოყენებით, ხელ-ფეხი შეუკრა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ბრალდებული და მისი თანამზრახველი პირი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ფულად თანხას, 2 ცალ მობილურ ტელეფონსა და სხვა ნივთებს.
სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ძალადობრივი ხასიათის, განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ 8-დან 12 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გამოძიების ფარგლებში დასადგენია დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირის ადგილსამყოფელი. ამდენად, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენება.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2017 წლის 21 ნოემბერს 11 საათზე"- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


