პოლიტიკა
დიალოგს ალტერნატივა არა აქვს - ლევან დავითაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქართველოს ფერმერთა რიგით მესამე კონგრესს დაესწრო და აგრარულ დარგში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესს, რომელიც ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობისა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის „ელკანა“ მიერ იყო ორგანიზებული, ქვეყნის ცხრა რეგიონის 141 ფერმერი დელეგატი, ასევე სამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო ხედვაზე და ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს და რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული როგორც დარგის, ასევე სოფლის განვითარების სტრატეგია უშუალო სეგმენტის ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდა. მინისტრის განცხადებით, აგრარული დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ღონისძიება განხორციელდა, ხორციელდება და დაგეგმილია სამომავლოდ; ყველა გაწეული ქმედებით სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დარგში კერძო ინვესტიციების აქტიურ მოზიდვას.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ მიმართა. ოთარ დანელიას განცხადებით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი ძალისხმევით აგრარულ დარგში ხელშესახები შედეგები არსებობს, უახლოეს მომავალში ეს შედეგები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, რაც გაწეული საქმიანობის საფუძვლიანი ანალიზის საშუალებას და სამომავლო ქმედებების განსაზღვრის საშუალებას მოგვცემს, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციას ალტერნატივა არ აქვს.
საქართველოს ფერმერთა კონგრესი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა.
კონგრესი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებსა და გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს შორის დიალოგს. საქართველოს ფერმერთა რიგით მესამე კონგრესზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა კონკურენტუნარიანობის ზრდა, იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, ბაზრებზე წვდომა და სხვა
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


