პოლიტიკა
დღევანდელი ხელისუფლების მოსვლაში თქვენი წვლილიც დიდია - ნიკა რურუამ დიანა ტრაპაიძე მიკერძოებაში დაადანაშაულა (ვიდეო)
„მიუკერძოებელ ჟურნალისტს ნუ თამაშობთ, ასეთი ნამდვილად არ ხართ“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ სტუმრობის დროს.
პოლიტიკოსის გაღიზიანებამ ტრაპაიძის კითხვამ გამოიწვია, რომელიც ეხებოდა პარტიის მიერ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმას.
„უნდა მიეტოვებინა თუ არა თავისი მხარდამჭერები მეორე ტურის წინ ნაციონალურ მოძრაობას? შეიძლება, ასეც აიხსნას თქვენი პარტიის გადაწყვეტილება?“, - ჰკითხა წამყვანმა რურუას.
ენმ-ის წევრმა კითხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულად ჩათვალა.
„ეს ცხადია თქვენი ინტერპრეტაციაა, რომელიც, პირდაპირ ვთქვათ, არაა კეთილგანწყობილი, იმიტომ რომ ჩვენს გადაწყვეტილებას ცუდ შუქში წარმოაჩენს“, - უპასუხა რურუამ.
ვითარება სტუმარსა და წამყვანს შორის მაშინ დაიძაბა, როცა ტრაპაიძემ შემდეგი კითხვა დასვა: „იქნებ, ამ ლოგიკით, საერთოდ არ მიგეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. მე არ მიყვარს ნიჰილიზმი არჩევნების მიმართ, მაგრამ ასეთი ლოგიკური შეკითხვა ჩნდება“.
საპასუხოდ რურუამ ჟურნალისტი მმართველი გუნდისადმი სიმპატიაში დაადანაშაულა.
„არაა ეს ლოგიკური შეკითხვა, ეს პოლიტიკური შეკითხვაა, თქვენ პოლიტიკურად ცდილობთ წარმოაჩინოთ ეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
დღევანდელი ხელისუფლების მოსვლაში თქვენი წვლილიც დიდია“, -დაამატა რურუამ.
ტრაპაიძემ შენიშვნა უარყო.
„<...> ყოველთვის ვზრუნავ , რომ ჩემი ეთერი დაბალანსებული იყოს და ასეთ შენიშვნას, როგორც ჟურნალისტი, არ მივიღებ“, - უპასუხა ჟურნალისტმა ნიკა რურუას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


