პოლიტიკა
დღევანდელი გადმოსახედიდანაც დარწმუნებული ვარ გადადგომის გადაწყვეტილების მართებულობაში - ირაკლი შოთაძე
ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეფასებით, მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ მართებული იყო.
„მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ვისაუბრე იმ მოტივებზე და მიზეზებზე, თუ რატომ მივიღე 31 მაისს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. ჩემთვის არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდანაც დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილების მართებულობაში“, - განაცხადა შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისიის სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ასევე დღესვე დაგეგმილია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა.
ცნობისთვის, ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ 31 მაისს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


