სამართალი
დღევანდელი აღკვეთის ღონისძიება არ არის ამ საქმის დასასრული, ეს არ არის განაჩენი - ნათია მეზვრიშვილი დავით კირკიტაძის საქმეზე
შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს ბრალი ედება კონკრეტულ დანაშაულში.
„კადრები საზოგადოებამ კარგად იხილა. დღევანდელი აღკვეთის ღონისძიება არ არის დასასრული ამ საქმის, ეს არ არის განაჩენი. როგორც ჩემთვის ცნობილია, დავით კირკიტაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა და ამ საფუძვლებით შეეფარდა პატიმრობა", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


