პოლიტიკა
დღევანდელ საქველმოქმედო მატჩში ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვისა და წინასაარჩევნო აგიტაციის რისკი გამოიკვეთა - მიხეილ ბენიძე
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, დღეს გასამართ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვისა და წინასაარჩევნო აგიტაციის რისკი გამოიკვეთა.
ბენიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებმა კანონი დაარღვიონ, თუკი დადგინდება, რომ ეს თამაში „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის პიარკამპანიის ნაწილია.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი, რომელიც „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მონაწილეობით იმართება. აქ იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების საფრთხე. ეს მარტო ადმინისტრაციული რესურსი არ არის, ეს ფინანსური და ადამიანური რესურსია, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ამ მატჩის ორგანიზებაში შეიძლება იყოს ჩართული.
ესეც შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ადმინისტრაციული რესურსი. ასევე არის აგიტაციის წესების დარღვევის საფრთხე და შესაძლოა, ამ მატჩმა უკანონო შემოწირულობის სახე მიიღოს.
უპირველეს ყოვლისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება. ის ფეხბურთელები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, შეიძლება ჩაითვალოს, რომ აგიტაციაში მონაწილეობენ. თუ ეს მატჩი აღქმული იქნება, როგორც საარჩევნო აგიტაცია. შესაძლო, ეს ასევე უკანონო შემოწირულობას წარმოადგენდეს“, -თქვა ბენიძემ წინასაარჩევნო მონიტორინგის მე-2 შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე.
დღეს, 21 საათზე თბილისის დინამო არენაზე ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართება, რომლისგან მიღებული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება.
ცნობილია გუნდების შემადგენლობებიც. გუნდების მწვრთნელები ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე იქნებიან.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


