პოლიტიკა
დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების“ ელიტაში სხედან - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „იმედის დროში“ მმართველ პარტიასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მისი და „ქართული ოცნების“ პოზიციები რამდენიმე საკითხზე გაიყო, რაც პარტიის მიმართ დაპირისპირებას არ გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არცერთ ეტაპზე არ გადამიდგამს ჩემი პოზიცია. პრობლემები მქონდა რამდენიმე თემაზე. როდესაც ის მოსმენების კანონი შემოგაქვს და ამ კანონს 2014 წელს დავადე ვეტო, როცა ისეთი კანონი შემოგაქვს, რომელიც ჩემი და შენი ბრძოლისთვის, რომელიც მე და შენ ერთად ვაწარმოებდით, მიუღებელია, აქ გავიყოფით. როცა ეროვნული ბანკის დაშლა შემოგაქვს, მე და შენ კი სხვა პოზიცია გვაქვს, აქ გავიყოფით. როცა შემოიტანეს მოსამართლეების თემა, აქ გავიყავით. ჩვენ გავიყავით ამ თემებზე და ამას დამალვა არ სჭირდება. ვეტოების ისტორია არ იქნება საკმარისი, თუ არა პოლიტიკური განცხადებების ისტორია. როცა შენ მე მთავაზობ, რომ აგრესიულად ვიყო განწყობილი საზოგადოების ერთი ნაწილის მიმართ, ვიღაც დავჩაგრო, აქ გავიყოფით. ჩვენ კონკრეტულ თემებზე გავიყავით“, - განაცხადა პრეზიდენტმა „იმედის დროში“.
მარგველაშვილის განცხადებით, ის პირადად არავის არ უპირისპირდება და თანამშრომლობის პოლიტიკას ემხრობა.
„არავის არ მივიჩნევ მეტოქედ, გიორგი კვირიკაშვილსა და კობახიძეს კი არა, იმ ხალხსაც არ მივიჩნევ, ვისთანაც დაპირისპირებული ვიყავი. ძირითადად ჩემი მცდელობაა, ადამიანები გახდნენ პარტნიორები. მე ვფიქრობ, რომ პარტნიორობის ნაკლებობაა და არა მეტოქეობის. მართლა არცერთ მომენტში არ მქონდა დაპირისპირების განცდა“, - თქვა მარგველაშვილმა.
გარდა ამისა, მან კომენტარი გააკეთა ბრალდებებზე მისი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო შეთანხმებული მუშაობის შესახებ. პრეზიდენტის თქმით, მედიამ „ბევრი მოგონილი რამ“ გაავრცელა.
„მე არ მეუბნებოდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან ვიყავი კოორდინირებული? მე, რომლისოდენა ისტორიაც სააკაშვილთან დაპირისპირების არცერთ არ ჰქონდა შიგნით [ „ქართულ ოცნებაში“]. ზოგი ემეგობრებოდა, ზოგი ბიზნესს აკეთებდა, ზოგი „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტაში იჯდა. და დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების“ ელიტაში სხედან. ეს ხალხი მეუბნებოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვარ შეკრული. ასე, რომ მედიის მეშვეობით საზოგადოებას ძალიან ბევრ მოგონილი რამე იყო მიწოდებული. მაგრამ არცერთ ეტაპზე არ მქონდა ამაზე რეაქცია“, - განაცხადა მარგველაშვილმა „იმედის დროსთან“ საუბრისას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


