უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 იანვარი, 2026 11:59
font-size

დღესაც ჩვენი ამოცანა უცვლელია – დიდი ძალების მიერ ატეხილ შტორმში არ დავაზიანოთ სახელმწიფო და უვნებლად მივიყვანოთ უსაფრთხო ნავსაყუდელში - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა უცვლელია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტებისა და ილუზიების ადგილი არ არის, სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი.

„საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა უცვლელია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტების და ილუზიების ადგილი არ არის. სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი – ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება.

საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოებისთვის საერთაშორისო სამართალი ყოველთვის იყო მთავარი იარაღი და ფარი, თუმცა რეალობაა ისიც, რომ მისი ადგილი და გავლენა შეუქცევადად მცირდება. საბოლოოდ დადასტურდა, რასაც ვამბობდით – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს.

იმაში, რაც დღეს ვენესუელაში გაცხადდა, ჩვენთვის ახალი არაფერია. ჩვენ ეს დიდი ხნის წინ დავინახეთ და სწორად შევაფასეთ. სწორედ ეს არის ძველი ერების ისტორიული უპირატესობაც. ჩვენ ათასწლეულების განმავლობაში გავუძელით მსგავს „საერთაშორისო წესრიგებს“, გამოვიარეთ არაერთი გეოპოლიტიკური კატაკლიზმი და მოვძებნეთ გადარჩენის საკუთარი გზა. სწორედ ამ ცოდნამ შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა მაშინ, როცა სხვები გაქრნენ. დღესაც ჩვენი ამოცანა უცვლელია – დიდი ძალების მიერ ატეხილ შტორმში არ დავაზიანოთ სახელმწიფო და უვნებლად მივიყვანოთ უსაფრთხო ნავსაყუდელში.

გლობალურ მოვლენებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის – ის საბოლოოდ ხსნის ნიღბებს. როგორც ადრე, დღესაც ის არის ლუსტრაციის ყველაზე კარგი მაპროვოცირებელი.

ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ – „მაიდანს“, შემდეგ – ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა, გარე ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და „დემოკრატიის ბომბებზე“ და „ლიბერალიზმის რაკეტებზე“ ოცნებობს. დემოკრატიულად დამარცხებულებს ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარი ეიმედებათ – გარე ჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთ უსამშობლო მრუდე ქართველებს – ლიპარიტებს, ყორღანაშვილებს, ორჯონიკიძეებს – ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა, ჩვენს თანამედროვე უსამშობლოებს კი საზოგადოებამ მიუჩინა კუთვნილი ადგილი.

დაბოლოს, ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი, როცა დასჭირდება, მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია.

იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს, უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში – არ გადავუხვიოთ მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩავერთოთ სხვების სცენარებში.

ჩვენ უკან დგას ხალხი, რომელსაც უნდა მშვიდობა და კეთილდღეობა დამოუკიდებელ და გამთლიანებულ საქართველოში. უცხოს მადიდებელი მრუდე ქართველების ყოველი სიტყვა და ქმედება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია და ამ მიზანს ვერავინ და ვერაფერი აგვაცდენს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი