პოლიტიკა
დღეს ზურაბ ჟვანია განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა - გიორგი მარგველაშვილი
ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ზურაბი განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა, - ნათქვამია პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
,,დღეს ჩვენი ეპოქის გამორჩეული პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეა.
„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - მისი ეს ფრაზა ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ მისწრაფებას, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ზურაბის უდიდესი ძალისმხევით შეიძინა ახალი სუნთქვა.
მისი წვლილი თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებაში სრულიად უნიკალურია. ზურაბისა და მის თანამოაზრეთა თავდაუზოგავმა ძალისხმევამ შექმნა მყარი საფუძველი ქართული პარლამენტარიზმის განვითარების, ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების შეუქცევადობისათვის, მნიშვნელოვანწილად განაპირობა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების დღევანდელი სახე.
მის ბრძოლასა და შრომას მუდმივად განმსჭვალავდა რწმენა, რომ საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახის წევრობა ჩვენი ისტორიული გზის გაგრძელება, ჩვენი ბედისწერაა. ამიტომ, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ზურაბი განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა.
ზურაბ ჟვანიას ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული დიდი საქმეები კვლავ არაერთი თაობისათვის იქნება ორიენტირი წინსვლისა და განვითარების გზაზე’’, - ნათქვამია გიროგი მარგველაშვილის წერილში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


