პოლიტიკა
დღეს ვიწყებთ შენების მოძრაობას - დავით უსუფაშვილმა ახალი პარტია წარადგინა
დღეს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ახალი პარტია „შენების მოძრაობა“ წარადგინა.
„დღეს ვიწყებთ შენების მოძრაობას“, - განაცხადა უსუფაშვილმა პრეზენტაციაზე.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პარტიის მიზანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.
„ჩვენ კალაპოტიდან ვერ ამოგვაგდებს მიმდინარე პოლიტიკური კონიუნკტურა, რომელმაც არაერთ პოლიტიკურ წამოწყებას შეუშალა ხელი საქმის კეთებაში. ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით გავივლით მარათონულ დისტანციას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ“,- თქვა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება მოახლოებულ თბილისის მერის არჩევნებს, უსუფაშვილმა თქვა, რომ თავის კანდიდატს ივლისის დასაწყისში წარადგენს.
უსუფაშვილმა პარტიის წევრებიც გააცნო საზოგადოებას, მათ შორისაა ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი და კახა შარტავა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


