პოლიტიკა
დღეს უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეა და, რა თქმა უნდა, ვხვდებით რუსთაველზე - პაატა მანჯგალაძე
როცა ხელისუფლება შიშით იწყებს მართვას, ეს მისი ძალა კი არა, მისი დასასრულია, - აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე და მიიჩნევს, რომ ყველაზე მთავარი პროტესტი არ უნდა შეჩერდეს, რათა ე.წ. ხელიუსფლების დასასრული დაჩქარდეს.
„რატომ ცდილობს ივანიშვილი და მისი პროპაგანდა ყოველდღიურად მტრების ძიებას და ხალხის კიდე უფრო დათრგუნვას და დაშინებას?
პასუხი მარტივია: ივანიშვილის რეჟიმს არ შეუძლია უკეთესი ცხოვრების შეთავაზება, ამიტომ შიშით, სიცრუით და ძალადობით მართავს.
ავტოკრატიას სჭირდება მტრის ხატი, რათა დამალოს თავისი ბოროტება.
ავტოკრატიას სჭირდება სიცრუე, რათა ხალხმა ვერ დაინახოს სიმართლე.
ავტოკრატიას სჭირდება ძალადობა, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა.
მათი პროპაგანდა მუშაობს ასე:
1- ყოველდღე ახალი „მტრის“ მოგონება – რომ ხალხმა ვერ დაინახოს რეჟიმის რეალური ბოროტება და მტრობა.
2 - ცრუ პროპაგანდა – რომ ხალხმა არ გაიგოს სიმართლე.
3 - საზოგადოების დაყოფა – რომ მათ წინააღმდეგ გაერთიანება ვერ შევძლოთ.
4 - შიშის დათესვა – რომ ხალხი აღარ გაბედოს პროტესტი.
5 - ციხე და ანგარიშსწორება – რომ ვერავინ გაბედოს სიმართლის თქმა.
6 - გაყალბებული სასამართლოები – რომ უსამართლობა კანონად აქციონ.
7 -კორუფცია და ხალხის გაღატაკება – რომ ყველა მათზე იყოს დამოკიდებული.
8 - პოლიტპატიმრები და რეპრესიები – რომ ვერავინ აიმაღლოს ხმა.
9 - ეროვნული ინტერესების ღალატი – რომ ქვეყანა საბოლოოდ ხელში ჩაიგდონ.
10- ისინი ცდილობენ დაშინებას, რადგან სხვაგვარად მმართველობა აღარ შეუძლიათ!
11- როცა ხელისუფლება შიშით იწყებს მართვას, ეს მისი ძალა კი არა, მისი დასასრულია!
ჩვენ კი შეგვიძლია ამ დასასრულის აჩქარება! არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა მივიღოთ და დავიჯეროთ მათ პროპაგანდას! ყველაზე მთავარი - პროტესტი არ უნდა შეჩერდეს!
ყველა ისტორიულ ცვლილებას, არამხოლოდ კრიტიკა და საუბარი, არამედ აქტიური მოქმედება სჭირდება! დღეს უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეა და რა თქმა უნდა, ვხვდებით რუსთაველზე“,-აღნიშნავს მანჯგალაძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


