უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ნოემბერი, 2018 16:25
font-size

დღეს თუ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა, მაშინ ახალი 7 ნოემბერი იქნება, შეიძლება უფრო სასტიკიც - ლევან ბერძენიშვილი

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მონაწილის, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების“ მთავრობას ბოლომდე არ გამოუძიებია.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს გამოძიების ბოლომდე მიყვანა, რადგან ყველამ იცის, ვინ სად იდგა და ვინ ვის აფინანსებდა. ბერძენიშვილმა ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირს ამ მოვლენებთან

„7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძია და არ გამოარკვია "ქართულმა ოცნებამ" იმ უბრალო მიზეზის გამო, მან გადასარევად იცის, ვინ სად იყო მაგ დროს, ვინ ვის უჭერდა მხარს და ვინ ვის აფინანსებდა. თუ ვინმეს ჰგონია, მე დამავიწყდა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, რომ მე გადავუხადე იმას იმდენი, ვანოს ის მივეცი, ეს არ დაგვავიწყდა. მოკლე მეხსიერება არის ყველაზე მძიმე რამ, რაც ხდება.

მე მაგალითად, ჩემი გამოსვლა, რომ არ აპატიებს ქართველი ხალხი ამას - არ დამავიწყდა, მაგრამ მივხვდი არჩევნების შედეგებით, 600 ათასი ხმით, რომ ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ თქვა, ვაპატიე იმ მოტივით, რომ არ მინდა განმეორდეს, იმიტომ, რომ დღეს თუ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა და ყველაფერი, მაშინ ახალი 7 ნოემბერი იქნება, შეიძლება უფრო სასტიკიც“, -თქვა ბერძენიშვილმა.

ბირძენიშვილის თქმით, საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ სჯის უმოქმედობის გამო.

„მე ვთქვი ასეთი რამ, რომ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს ამ დანაშაულს არ აპატიებს, მაგრამ მე შევცდი, იმიტომ რომ ყოველთვის, როცა ლაპარაკობ ხალხის სახელით, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, იმიტომ რომ ამ ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცის, რა მოხდა 7 ნოემბერს და ამას ვერავინ ვერ ამართლებს, ამას ვერ ამართლებს ვერც სააკაშვილი, რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ნანახი გაქვთ. გასაგებია, რომ ამის გამართლება შეუძლებელია, მაგრამ აპატიებს თუ არა, ეს არის კიდევ სხვა საკითხი, როცა ადამიანი აღიარებს, რომ შეცდა და ბევრი რამ არის კიდევ.

და როდესაც სხვა ხელისუფლება მოვიდა, რომელიც 6 წელია ხელისუფლებაშია და ვერაფერი ვერ გააკეთა, გარდა იმისა, რომ ლაპარაკობს იმ ცხრა წელიწადზე. ხალხი ეუბნება მშია - ის ეუბნება 9 წელი. ხალხი ეუბნება უფლებებს მირღვევ - ის ეუბნება 9 წელი, კაცი ეუბნება შვილი მომიკლეს მკვლელი მიპოვეთ-ის ეუბნება, არ შეადარო გირგვლიანის საქმესო.

რატომ არ უნდა შევადაროთ გირგვლიანის საქმეს? იქაც და აქაც ხელისუფლება იყო ჩარეული, მეტსაც გეტყვით, მაშინ მაღალი დონის ხელისუფლება იყო ჩარეული და იმას ვერ მოვერიეთ და ახლა სუბელიანის დონის ხელისუფლებაა ჩარეული და იმას ვერ ვერევით“, - თქვა ბერძენიშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი