პოლიტიკა
დღეს თქვენ არჩევნებს ვეღარ გააყალბებთ! - ენმ-ი „ქართულ ოცნებას“ საუბნო საარჩევნო კომისიის პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაში ადანაშაულებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი მმართველი პარტია ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიის პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაში დაადანაშაულა.
ბეჟაშვილის ინფორმაციით, გუშინ კომისიის წევრთა შესარჩევი სხდომა გაიმართა, თუმცა შესაბამისი განკარგულება არ გასაჯაროებულა არც ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, არც მედიაში. ბეჟუაშვილის მტკიცებით, მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი აქტივისტები მოიყვანა და კომისიაში 27 განცხადება იყო რეგისტრირებული.
ბეჟაშვილის განცხადებით, ამის დამადასტურებელი ფოტო- და ვიდეომასალა არსებობს.
ბეჟაშვილის თქმით, კანდიდატები არ მალავდნენ კავშირს „ქართულ ოცნებასთან“, რაც უპირისპირდება წესს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური მიკუთვნელობა. „ენმ“-ის წევრმა მოუწოდა ცესკოს, შეკრიბოს კომისია და განსაზღვროს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის კრიტერიუმები.
„საოლქო საარჩევნო კომისიამ გამოცხადებულ კონკურსზე 27 განცხადება მიიღო. ადგილზე მისული კონკურსანტების უმრავლესობა არც მალავდა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში გააფრთხელს წინასწარ და წარმოადგენდენ პარტიულ ინტერესებს.
აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის ასარჩევი წევრები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ და არ უნდა გააჩნდეთ პოლიტიკური კუთვნილება, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია.
მივმართავ ცესკოს, დაუყოვნებლივ მოხდეს კომისიის შეკრება, განისაზღვროს, რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნა, რომ გამოირიცხოს პარტიული ნიშნით დანიშვნები. მივმართავთ ხელისუფლებას - დღეს თქვენ არჩევნებს ვეღარ გააყალბებთ! ჩვენი კონტროლის ქვეშ არის ნებისმიერი პროცესი, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. „ქართულ ოცნებას“ გაყალბების ნებისმიერ მცდელობაზე მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


