უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2025 11:59
font-size

დღეს თბილისის 26-ე საერთაშორისო კონოფესტივალი გაიხსნება

1-დან 7 დეკემბრის ჩათვლით თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. კინოფესტივალი 1 დეკემბერს კინოთეატრ «ამირანში» გაიხსნება.

გახსნის დღეს წარმოდგენილი იქნება იტალიელი რეჟისორის, პიეტრო მარჩელოს ფილმი « დუზე» (DUSE).

წელს კინოფესტივალის ეკრანები დაეთმობა ორმოცამდე უცხოურ და ოცდაათამდე ახალ ქართულ ფილმს. ფილმები გადანაწილებულია ტრადიციულ სექციებში: ევროპული ფორუმი, დამზადებულია გერმანიაში, ფრანგული კოლექცია, ახალი იტალიური კინო (ფესტივალი N.I.C.E. წარმოგვიდგენს), რეჟისორი ფოკუსში და ქართული პანორამა.

როგორც თბილისში, სასტუმრო “სტამბაში” გამართულ პრესკონფერენციაზე კინოფესტივალის დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ აღნიშნა, თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში - “რეჟისორი ფოკუსში”- შვეიცარიელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ნიკოლა

ვადიმოვია წარმოდგენილი. მას თბილისის კინოფესტივალის “საპატიო პრომეთე” გადაეცემა .

«საპატიო პრომეთე» წელს ასევე გადაეცემა ქართველ მსახიობს, ავთო მახარაძეს.

რაც შეეხება ქართულ პანორამას, როგორც მისმა კოორდინატორმა ლევან აბდუშელიშვილმა აღნიშნა, ჟიური წლის საუკეთესო ქართულ ფილმს ოთხ კატეგორიაში გამოავლენს: სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები.

კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება.

ევროკავშირის ეგიდით გაიცემა პრიზი “ადამიანის უფლებების საუკეთესო ასახვისთვის ქართულ კინოში” როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ კატეგორიებში.

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა, ასევე, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის, შვედეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის და

ავსტრიის საელჩოები, დოკუმენტური კინოს ასოციაცია- DOCA.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს “ახალი იტალიური ფილმების ფესტივალის” (New Italian Cinema Events) სტუმრობა სპეციალური პროგრამით.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პარტნიორია “თიბისი კონცეპტი”.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე ჩატარდება.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი