პოლიტიკა
დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე ზეპირი მოსმენა გაიმართება
დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე დიდი პალატის ზეპირი მოსმენა გაიმართება.
ქართული მხარის ადვოკატის, ბენ ემერსონის თქმით, პირველად ხდება, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში მოუწევს მსჯელობა ადამიანის უფლებების მძიმე და მასობრივი დარღვევის ფაქტებზე.
მან აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს იურისტთა ჯგუფი ეხმარებოდა საჭირო მრკიცებულებებისა და მასალების მოპოვებაში.
„ჩვენ, მოსამართლეები, იურისტები, ორივე მხარეს ყველა კარგად ვაცნობიერებთ იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება. ამ პროცესში ჩვენ მხარს გვიჭერდა იუსტიციის სამინისტროს იურისტების შესანიშნავი გუნდი, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობდა იმ მტკიცებულებისა და მასალების მაქსიმალურად მოპოვებაზე, რასაც უნდა უზრუნველყო სასამართლოს სრული მზადყოფნა სამართლიანი შედეგის მისაღწევად და სწორედ ამის იმედი გვაქვს 23 მაისის პროცესის შედეგად“, - აცხადებს ემერსონი.
ზეპირი მოსმენა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“, რომელშიც საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება. დიდი პალატა 17 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


