უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მარტი, 2018 14:15
font-size

დღეს შეიქმნა საქართველოსთვის ხელსაყრელი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა ჩვენი საკითხების წინა პლანზე წამოსაწევად - გიორგი კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა დადებითად შეაფასა გიორგი მარგველაშვილის მიმართვა აშშ-ის კონგრესისადმი, რომლის მიხედვით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მხარდამჭერი აქტი უნდა მიიღოს.

დეპუტატის თქმით, მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია თბილისს ხელს უწყობს, წინა პლანზე წამოწიოს საქართველოს საკითხი და ამით უნდა ისარგებლოს მთავრობამ.

„ეს ნამდვილად სწორი იდეაა, დღეს შეიქმნა საქართველოსთვის ხელსაყრელი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა ჩვენი საკითხებისა და პრობლემების წინა პლანზე წამოსაწევად, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და უპირველეს ყოვლისა, პრემიერ-მინისტრის აქტიურობის გარეშე აქედან არაფერი არ გამოვა და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების მწვავე აუცილებლობას. სამი კვირა გავიდა და პარლამენტს ჯერაც ვერ მიუღია სანქციების პაკეტი. სანქციების პაკეტის არმიღების შემთხვევაში, თეორიული შანსიც, რომ ამ საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს საკითხი მოხვდეს, არ იარსებებს“, - განაცხადა კანდელაკმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი