უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 თებერვალი, 2026 12:34
font-size

დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება - შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის დროშა სადაც არის ოპოზიციონერების ხელში, იქ არის ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს, თუმცა აცხადებს, რომ შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად.

„მთლიანად საქართველოს ახსოვს 2024 წლის მართლაც სამარცხვინო განცხადება, როდესაც შვედეთის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ რადიკალ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა „მაიდნის“ მოწყობისკენ. ეს არ არის უბრალოდ პარლამენტის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის იმ პარტიის წევრი, რომლის ლიდერიც არის შვედეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი. ის არის იმ პარტიის წვერი, რომლის ახალგაზრდულმა ფრთამ ჯილდო მიანიჭა „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელებს, მოძალადეებს, უჩა აბაშიძეს, რომელიც თავისი ცოლის სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდა. ეს არის ის ცივილიზაციური და ღირებულებითი კრიზისი, რომელშიც ევროპა არის. ჩვენ გვესმის შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დეზინფორმაციული თავდასხმები საქართველოზე, მის ხელისუფლებაზე, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება თავისი განცხადებებით რაღაცა თანამშრომლობას აზიანებს. რაზეა საუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრის პარტიის წევრი იყო თბილისში და მოუწოდებდა „მაიდნისკენ“. შეგახსენებთ, რას ნიშნავს „მაიდანი“ – ეს ნიშნავს 100 დაღუპულ ადამიანს და სისხლიან გადატრიალებას. როდესაც ჩვენ გვესმის ასეთი განცხადებები, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, განმარტონ მანამდე მათი საქციელი და უპრიანი იქნებოდა, ამასთან დაკავშირებით წუხილი მაინც გამოთქვან. სწორედ ასეთი დამოკიდებულების შედეგი არის, რომ დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება. სადაც არის ევროკავშირის დროშა ოპოზიციონერების ხელში, იქ არის ძალადობა. სამწუხაროდ, ასე გააიგივა ბრიუსელმა ევროკავშირის დროშა ძალადობასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი