პოლიტიკა
დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს-2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი - ირაკლი კობახიძე
დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი.
„ჩვენ გვიწევდა ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში. რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნდა ეს რეჟიმი, თუმცა, დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება. ამას ბუნებრივია, დრო დასჭირდა. დღეს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ბოლომდე დავამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. წლიდან წლამე მივდიოდით ჩვენ აქამდე. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი. 9 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა უცხოური აგენტურა. დღეს არის ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როდესაც ქვეყანამ დაიბრუნა რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


