პოლიტიკა
დღეს სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება
დღეს საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში 16:00 საათზე გაიმართება.
როგორც პირველ არხს ლაშა ჟვანიამ განუცხადა, რომელიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, საუბარი შეეხება როგორც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის, ასევე საქმეების გადაბარების საკითხებს.
გიორგი მარგველაშვილმა 29 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, საქმის გადაბარებაზე ითანამშრომლოს. სალომე ზურაბიშვილმა იმავე დღეს განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მზადაა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


