სამართალი
დღეს საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმეზე იმ არასრულწლოვანსაც მოუსმენს, ვინც თავის დროზე არ გამოკითხულა - ირაკლი აბესაძე
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მოუსმენენ იმ არასრულწლოვანს, რომელიც თავის დროზე არ გამოკითხულა.
მან აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიას იმედი აქვს, რომ დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც პასუხგაუცემელ კითხვებს უპასუხებს.
„გუშინ საზოგადოებამ მოისმინა მინისტრის განცხადება, რომელიც, ერთი მხრივ, აღიარებს, რომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები თავის დროზე არ ჩატარებულა, მაგრამ, მეორე მხრივ, გაკვირვებული კითხულობდა, რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს ამას დამდგარ შედეგთან, როდესაც დამდგარი შედეგი გვაქვს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა იმ ბუნდოვანი გარემოებების შესახებ, რომელიც უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება დათო სარალიძის მკვლელობას.
გვყავს მოკლული არასრულწლოვანი და ჯერ არ გვყავს დადგენილი მკვლელების ვინაობა. სწორედ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი გამოკითხვა, მათ შორის, იმ არასრულწლოვნისა და ფიგურანტის, რომელიც თავის დროზე არ იყო გამოკითხული. ასე რომ, იმედი გვაქვს, მივიღებთ გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, პასუხი გავცეთ შეკითხვებს, რომლებიც ჯერ პასუხგაუცემელია.
როგორც ყველა სხვა არასრულწლოვანთან, ვინც ფიგურირებს ჩხუბში, რა თქმა უნდა, ვეცდებით, აღვადგინოთ სრული სურათი, ხორავას #4-ის ეზოში ვინ იმყოფებოდა, რა ადგილას, ჩხუბის რომელ ეპიზოდში მონაწილეობდა და რაც მთავარია, როგორ ხედავდა დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ფაქტს.
ასევე, ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როგორ მოხდა ეზოდან წამოსვლა, რა ინფორმაციას ცვლიდნენ არასრულწლოვნები ერთმანეთში, შემდგომ რა გაუგიათ ერთმანეთისგან და ერთმანეთის შესახებ და ა.შ.
სხვა არასრულწლოვნების გამოკითხვა, ზოგ შემთხვევაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გამოვკვეთეთ ახალი გარემოებები. იმედი გვაქვს, დღევანდელი გამოკითხვაც იქნება შედეგიანი“, – განაცხადა აბესაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს ოთხ არასრულწლოვანს გამოკითხავს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


