პოლიტიკა
დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში - მიხეილ ყაველაშვილი
„დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საპატრიარქოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში დიპლომატების როლი განსაკუთრებით დიდია.
„ეს დღე განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და დიპლომატის - სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება.
2020 წლიდან, უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ დიპლომატის დღესთან დაკავშირებით, დამსახურებულ დიპლომატებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, სწორედ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადაეცემათ, რაც ნამდვილად მისასალმებელია. სიმბოლურია ისიც, რომ დღევანდელი ღონისძიება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის -აკაკი ჩხენკელის ხსოვნას ეძღვნება და წელს, პირველად, ქართველ დიპლომატებს აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადაეცემათ. დღეს, როდესაც გლობალურად, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში თქვენი, დიპლომატების როლი განსაკუთრებით დიდია. დიპლომატთა ძლიერი კორპუსი, რომელიც იცავს სახელმწიფოს ინტერესს - ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გარანტია“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დიპლომატების საქმიანობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური, თუ კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების თვალსაზრისითაც.
„სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც იცავს და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე, ყველას უმტკიცებს რომ პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მატარებელი, ღირსეული ერი ვართ. დღევანდელი, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიონალიზმი და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულება. დიდია თქვენი როლი ჩვენიქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. ასევე, თქვენი საქმიანობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური, თუ კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების თვალსაზრისითაც“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი პატივია ემსახურო შენს ხალხს, სახელმწიფოს და დაიცვა ქვეყნის საუკეთესო ინტერესები.
„ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს სწორედ თქვენნაირი პროფესიონალები წარმოადგენენ! დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში. ეს მისია სწორედ თქვენ გაკისრიათ და მწამს, რომ პროფესიული სტანდარტების ერთგულებით, პირნათლად შეასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას! დასასრულ, მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მოგილოცოთ, სულხან-საბა ორბელიანისა და აკაკი ჩხენკელის უწყებრივი ჯილდოების ლაურეატებს.
ყველა დიპლომატს კი კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს დაწარმატებას გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


