პოლიტიკა
დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება.
პოლიტსაბჭოს სხდომამდე, გუშინ საღამოს საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების შესახებ კონკრეტულ საკითხებზე არ უსაუბრიათ, თუმცა მმართველი გუნდის წევრმა დაადასტურა, რომ პოლიტსაბჭოს გადახალისება მოხდება. მისი თქმით, შემცირდება თუ არა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
დეპუტატების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მათივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო პარტიის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე. საუბარი შეეხო პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის ჩატარების საკითხსაც.
ცნობილია, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობა 11 მაისს გაიმართება.
ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


