უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ნოემბერი, 2018 11:55
font-size

დღეს პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა განახლდება

დღეს პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა გაგრძელდება. იგეგმება უმრავლესობისა და უმცირესობების წევრების, ასევე კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლები.

მთავარი საფინანასო-საბიუჯეტო დოკუმენტის პირველი მოსმენით განხილვა სესიაზე გუშინ დაიწყო, თუმცა სხდომის ოთხსაათიანი დაგვიანებით დაწყების გამო დეპუტატებმა მსჯელობა დროულად ვერ დაასრულეს.

წინასწარ ცნობილია, რომ ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, ბიუჯეტში თანხა არამიზნობრივად არის გადანაწილებული.

„საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო კვლავ ხდება საგარეო და საშინაო ვალები. არ იწვევს ეს ბიუჯეტი ნდობას“, – განაცხადა პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

გუშინ ბიუჯეტის პროექტის შინაარსსა და მის პრიორიტეტებს პარლამენტარებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცნობდა.

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით მატება ასაკობრივი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მეორე კატეგორიისთვის, ასევე განსაზღვრულია 50-ლარიანი დახმარება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.

„2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები არის 12 მილიარდ 997 მილიონი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს სახელმწიფო დახარჯავს 538 მილიონით მეტს, ვიდრე ხარჯავს 2018 წელს. მსგავსი ციფრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. განათლებაზე, სოციალურ სფეროზე, ჯანდაცვასა და ა.შ. ამ სფეროებზე იხარჯება თითქმის ხუთი მთელი ხუთი მეათედი მილიარდი. ჩემი კუთხით ასევე შემიძლია დავამატო, ეს ბიუჯეტი არის მაკროეკონომიკურად გამართული ბიუჯეტი“, – განაცხადა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი