პოლიტიკა
დღეს ოთარ აბესაძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი თანამშრომლის, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც სასამართლო მათი დაშვების საკითხს განიხილავს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აბესაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით გამოვა.
„სასამართლომ უნდა იმსჯელოს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე, თუმცა პროცესის დასასრულს ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენებთ ოთარ აბესაძის გათავისუფლების შუამდგომლობას.
გვაქვს გარკვეული ახალი გარემოება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მივმართოთ სასამართლოს და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ახალი გარემოება სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები იქნება“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
31 აგვისტოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ და აბესაძე პატიმრობაში დატოვა. ირმა ჭკადუამ მოითხოვა, რომ პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებით ყოფილიყო შეცვლილი.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა სააგენტომ ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა. მას ბრალად ედება ქრთამის სახით 3000 დოლარის აღება მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების გაცემის პროცედურის დასაჩქარებლად.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


