სამართალი
დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო დაზარალებულ დაზარალებულებს - ნინო დარასელი
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რუსუდან კერვალიშვილის შვილის, ნინო დარასელის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ მიაღწია მხოლოდ იმას, რომ მიიღო განადგურებული ოჯახი და კიდევ უფრო დაზარალებული დაზარალებულები.
როგორც დარასელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყევტილების შემდეგ მედიას განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.
„ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ჩვენს ოჯახზე მეტი ინტერესი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო არავის არ ექნებოდა. როცა მოგვარდებოდა დაზარალებულების ინტერესები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც. და დღეს მივაღწიეთ რას? ოთხი წლის წინ უკვე შეჩერებულ მშენებლობებს, ამორტიზირებულს რაც კი აშენებულა და განადგურებულ ოჯახს, და კიდევ უფრო დაზარალებულ დაზარალებულებს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. მე უბრალოდ მგონია, რომ ძალიან დიდი შეცდომა მოხდა“,-აღნიშნა დარასელმა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრ პოინტის საქმის „ამხანაგობა თაბუკაშვილი 88“-ის ეპიზოდზე, რუსუდან კერვალშვილი და მაია რჩეულშვილი 2 ნაწილში - თაღლითობასა და თანხების მითვისებაში სცნო დამნაშავედ.
და მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


