უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მაისი, 2025 19:16
font-size

დღეს მე ემიგრაციაში წასვლა მიწევს და ეს ,,მზრუნველობა” თქვენი ,,გულმოწყალების” შედეგია - პეტრე კოლხის ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მეუფე შიო მუჯირს ღია წერილით მიმართავს:

“იყო დრო, მჯეროდა თუ ვიჯერებდი, რომ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგეძლოთ…
ვფიქრობდი, მაინც ხელოვანია, მაინც კონსერვატორია გამოვლილი და ეკლესიას სწორი და ჯანსაღი აქცენტებით სიბნელიდან გამოიყვანს, მეთქი…

დასაწყისში, პირველი ორი შეხვედრა, ამ შეხედულებას მიმყარებდა… თავისებურად ბედნიერი ვიყავი და ჩვენი გაუბედურებული ქვეყნის სასიკეთო მომავლის იმედს არ ვკარგავდი…

ვაღიარებ იმასაც, რომ ყურში მუდამ ჩამსისინებდნენ, ნუ ენდობი, ყალბი და მოჩვენებითი ადამიანია, არასტაბილური და არაადექვატურიო…. უმეტესად თქვენი წრეებიდან, ვინც ერთგულებას გეფიცებათ, სინმადვილეში პრომიტიული ამბიციების და პატარა ადამიანური ინტერესების გამო, გუნდრუკს გიკმევენ და უპირობოდ გემონებიან…

ბევრი დაუმსახურებელი ლანძღვა და გინება ავიტანე იმ მადლიბებისთვის და საჯაროდ დადებითად მოხსენიებისთვის, რაშიც გულწრფელი ვიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ გულწრფელ მხარდაჭერასაც ვგრძნობდი…

მადლიერებას ვერ ვმალაბდი მაშინაც, როცა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან ნახევრად ჩამოშლილ, გავერანებულ, გამურულ, უპატრონოდ დარჩენილ ტაძარში რომ გამამწესეთ. ოღონდ თავისუფლად მესუნთქა და ყველაფრისთვის მზად ვიყავი…

მერე იყო ჩემი ღია გამოსვლები ტელევიზიით, პრესით, სოციალური ქსელით და დაუფარავად რუსული ხელისუფლების მხილება, რაც საკუთარი სიცოცხლე დამიჯდა…

ისევ თქვენი გადაწყვეტილებით მღვდელმოქმედება შემიჩერეთ და ამით, ეკლესიაში არსებულ შავ-ბნელ ძალებს და ხელისუფლებაში დაბანაკებულ მანქურთებს ხარკი გადაუხადეთ…

პეტრე ორივე მათგანს მახვერპლად შესწირეთ და ამით ქვეყნის მოღალატე მესვეურებს აბსოლუტური ნდობა გამოუცხადეთ…

მე ახლაც მადლობას გიხდით იმისთვის, რაც იყო, იმისთვისაც რაც არ იყო და კიდევ იმისთვის, რაც მომავალში იქნება…

თქვენ ცნობილი ხართ თქვენი ხისტი, დაუნდობელი გადაწყვეტილებებით და თქვენ ამას სამართლიანობას უწოდებთ, რაც უფრო შეშინენული ადამიანის არასწორი ნაბიჯებია…
დღეს მე ემიგრაციაში წასვლა მიწევს და ეს ,,მზრუნველობა” თქვენი , ,,გულმოწყალების” შედეგია…

თქვენ არ გადარდებთ ჩემი ოჯახი და ექსვი შვილი, არც ჩემი მომავალი და ჯანმრთელობა, არც ის ურთულესი გზა, რაც წინ მიდევს და რისთვისაც თქვენ გამიმეტეთ, მაგრამ ერთი რამ მანუგეშებს, ისევ მღვდელმთავრებმა გაწირეს იესო გოლგოთისთვის და მეც ჩემი წილი გოლგოთა მელის, თქვენი ,,ლოცვა-კურთხევით”…

მიჭირს იმ ქვეყნის დატოვება, რომელსაც ჩემი საუკეთესო წლები შევწირე და ბევრი რამ გავაკეთე-ლიტერატურის, განათლების და ზოგადად, კულტურის სფეროში…

ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიცხოვრებ შვილების გარეშე და საკითხავია, ვნახავ თუ არა ოდესმე ჩემს ოჯახს…

ძალიან გული მწყდება, რომ თქვენი სახით მოსიყვარულე მამა არა, მრისხანე მსაჯული მოვიმუშაკეთ…

არ გეწყინოთ, მაგრამ ჩემი აქ არყოფნის პერიოდში რომელიმე ჩემ შვილს თუ რამე დაემართა, სრულ პასუხიამგებლობას თქვენ გკიდებთ…

მესმის, რომ დიდად არ გადარდებთ და არც თავს შეიწუხებთ, მაგრამ თქვენი უსამართლო გადაწყვეტილების გამო ღვთის სამართალს ვერსად გაექცევით…

ხშირად ვისმენ თქვენს ქადაგებებს, უმეტესად სიყვარულზე საუბრობთ, მაგრამ მდოგვის მარცვლისოდენა სიყვარული არ გაგაჩნიათ…

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ. თქვენ ხელისუფლების საამებლად ბოლომდე გამიმეტეთ და ემიგრაციის უმხიმეს გზას გამიყენეთ…

პირობას გაძლევთ, თავს არასდროს მოგანატრებთ და საჯარო წერილებით ხშირად მოგიკითხავთ…"- წერს პეტრე კვარაცხელია.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი