სამართალი
დღეს ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმენს
დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმენს.
სხდომა მედიისთვის ღია იქნება. კომისიის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა არ გამორიცხა, რომ კომისიის ფორმატში დამოუკიდებელი ექსპერტიც გამოკითხონ.
ამ კვირაში ასევე იგეგმება არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვა.
კომისიის მდივნის ოთარ კახიძის თქმით, ექსპერტებთან კითხვები ექნებათ ჭრილობებთან და გამოყენებულ იარაღებთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ არაერთი საკითხი, რომელიც უკავშირდება ჭრილობებს, გამოყენებული იარაღების რაოდენობას. რა კითხვები გვექნება ექსპერტებთან, ამაზე უშუალოდ სხდომაზე გავაჟღერებთ. დაკითხვები გაგრძელდება, დაიკითხებიან არასრულწლოვნები, ასევე კომისია იმსჯელებს თანამდებობის პირების დაკითხვასთან დაკავშირებითაც, ეს ეხება როგორც პროკურატურას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც“, -აღნიშნა დეპუტატმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


