სამართალი
დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას,მ თეა წულუკიანსა და ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ
დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოიკითხებიან.
საგამოძიებო კომისიის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერ უცნობია, ვინ გამოიკითხება პირველი, თუმცა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თეა წულუკიანი ბოლოს დაიკითხება.
საგამოძიებო კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან შეკითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ექნებათ. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კითხვები ძირითადად იმ საკითხებს შეეხება, თუ რამდენად კმაყოფილები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები ჩატარებული გამოძიებით, ასევე როგორ აფასებენ მომხდარს და როგორია მათი დამოკიდებულება ამ საკითხზე.
თითქმის ორთვიანი მუშაობის განმავლობაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უკვე 70-მდე ადამიანი გამოკითხა, მათ შორის დაპირისპირებაში მონაწილე და თვითმხილველი არასრულწლოვნები. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ დასკვნა სექტემბერში იქნება
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


