სამართალი
დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვაზე გრიფირებულ მტკიცებულებებს იკვლევენ
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროცესზე არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ საქმეში გრიფირებულ ფარულ ჩანაწერებს იკვლევენ. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.
„დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მხრიდან გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა, კერძოდ, გამოკვლეული იქნება საქმეში არსებული ფარული აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, ამასთანავე გამოკვლეული იქნება წერილობითი მტკიცებულებები“, - თქვა პროკურორმა.
ფხაკაძემ აღნიშნა, რომ მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარე მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი მომდევნო დღეს.
შსს-მ მომხდარზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


